2021 წლის 29 ნოემბერს, ორშაბათს, 14:00 საათზე, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტისა და ა(ა)იპ – თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის თანაორგანიზებით, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „COVID-19-ის პანდემია და ადამიანის უფლებები“.
კონფერენცია ჩატარდება დისტანციურად, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვლენ როგორც ქართველი სპეციალისტები, ისე უცხოელი მკვლევრები აშშ-დან, ბრიტანეთიდან, რუსეთიდან და იტალიიდან.
ღონისძიების მხარდამჭერია ალტე უნივერსიტეტი. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური, თანმიმდევრობითი თარგმანის უზრუნველყოფით.
კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელი იქნება Zoom-ის შედეგი რეკვიზიტებით:
Join Zoom Meeting: https://us06web.zoom.us/j/84622559165
Meeting ID: 846 2255 9165